გაყიდვების კონსულტანტი

კომპანია: BlueTabla

გამოქვეყნების თარიღი: Jan 22

დასრულების ვადა: Feb 22

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასის მომსახურებას;
** კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი (გლდანი, ჰოუმარტი, პეკინი)

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.
** პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება.
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების კონტროლი.
** სალარო ოპერაციების წარმოება.
** პროდუქციის მიღება და განლაგება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კონსულტანტი"

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების კონსულტანტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...