სამშენებლო პროექტების მენეჯერი

კომპანია: ტექნეტი

გამოქვეყნების თარიღი: Jan 21

დასრულების ვადა: Feb 21

ხელფასი: 2500

ადგილმდებარეობა: თბილისი

IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა/კონტროლი;
** სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა; პროცესების და მასში ჩართული პირების მართვა;
** ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
** ფასთა მოკვლევა/შედარება;
** მშენებლობის პროცესში სხვადასხვა საკითხების შეთანხმება/ეფექტური კომუნიკაცია დიზაინერებთან და პროცესში ჩართულ სხვა პირებთან/კომპანიებთან;
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი, კონტროლი; ხარვეზების დაფიქსირება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის გადამოწმება, ხარისხის კონტროლი/შეფასება;
** გაწერილი ამოცანებისა და შესრულებული დავალებების ყოველდღიური კონტროლი და ანალიზი;

პროფესიული უნარები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
** სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრულობის ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (1 სთ შსვენება)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 2500 (ორიათასხუთასი) ₾ (სამი თვის შემდეგ მომატების პერსპექტივით)

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სამშენებლო პროექტების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...