E-commerce გაყიდვების მენეჯერი
"Konatk"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
შენი მისია კომპანიაში: როგორც E-commerce გაყიდვების მენეჯერი, შენ მართავ ციფრულ გაყიდვებს და უზრუნველყოფ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას ონლაინ სივრცეში.
ძირითადი მოვალეობები:
** ონლაინ პლატფორმაზე შემოსული შეკვეთების ოპერატიული დამუშავება და მართვა;
** საკომუნიკაციო არხებში (სოც. ქსელები, ჩატი, ტელეფონი) მომხმარებელთან კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** ლოჯისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაცია და შეკვეთების დროული მიწოდების ორგანიზება;
** სასაქონლო ნაშთების კონტროლი და მართვა;
** შეკვეთების გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** პირადი გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების ეფექტურობის გაზრდაზე ზრუნვა.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** გაქვს ვერბალური და წერითი კომუნიკაციის გამართული უნარი;
** ფლობ საოფისე პროგრამებს (MS Office);
** ფლობ უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;
** გაქვს უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რატომ უნდა შემოგვიერთდე?
ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
** გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);
** ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "E-commerce გაყიდვების მენეჯერი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 თებერვალი, 2026.
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს