ქოლცენტრის ოპერატორი

კომპანია: Kontakt

გამოქვეყნების თარიღი: Jan 14

დასრულების ვადა: Feb 14

ხელფასი: 800

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: როგორც ქოლცენტრის ოპერატორი, შენ იქნები კომპანიის ხმა და მთავარი საკომუნიკაციო რგოლი ჩვენსა და მომხმარებელს შორის.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის პროდუქციის უპირატესობების გაცნობა და შეთავაზება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მუშაობის გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** ფლობ MS Office პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;
** ფლობ უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;
** ხარ შედეგზე ორიენტირებული და გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

** გრაფიკი: სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, (კვირაში 5 დღე, 2 დასვენების დღე შეთანხმებით).
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 800 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "ქოლცენტრის ოპერატორი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 თებერვალი, 2026.

შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ქოლცენტრის ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...