მცხობელი
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.
"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ
სამუშაო საათები: 2/2 (2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება)
ფუნქცია-მოვალეობები:
** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ცომეულის (ჩებურეკი) მომზადება;
** ჰიგიენის, ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** მარაგების ეფექტურად გამოყენება;
** პროდუქტების სწორად შენახვა, ვადების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ინვენტარისა და მოწყობილობების გამოყენების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) მეილზე: askanelifalestra.hr@gmail.com
სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართეთ.
შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს