პროექტ მენეჯერის სპეციალისტი

კომპანია: იდეა დეველოპმენტი

გამოქვეყნების თარიღი: Jan 14

დასრულების ვადა: Feb 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "იდეა დეველოპმენტი" ეძებს გამოცდილ პროექტ მენეჯერის სპეციალისტს, რომელიც ფლობს MS Project-ს პროფესიონალურ დონეზე და აქვს სამშენებლო პროექტების გრაფიკების შედგენისა და შესრულების კონტროლის პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროგრამაში გრაფიკის ტექნიკურად აწყობა, არამედ სამშენებლო პროცესების ლოგიკის გაანალიზება, სამუშაოების სწორი თანმიმდევრობით დაგეგმვა და შემდგომ პროექტის მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2, მზიური ბიზნეს ცენტრი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების დეტალური სამუშაო გრაფიკების შედგენა MS Project-ის გამოყენებით;
** პროექტის ყველა ეტაპის გააზრებული დაგეგმვა (ლოგიკური კავშირები, კრიტიკული გზა, რესურსები);
** გრაფიკების შესაბამისობის უზრუნველყოფა სამშენებლო ტექნოლოგიურ პროცესებთან;
** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და გრაფიკთან შედარებითი ანალიზი;
** შესრულების კონტროლი და გადახრების იდენტიფიცირება;
** გრაფიკების რეგულარული განახლება ფაქტობრივი პროგრესის მიხედვით;
** დაგვიანებების რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
** გეგმა გრაფიკების მონიტორინგი - პროექტის შესრულების ვადების კონტროლი, განახლება კვირის ჭრილში და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** MS Project-ის ძალიან კარგი ცოდნა (პროფესიონალურ დონეზე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
** სამშენებლო პროექტების გრაფიკების შედგენის პრაქტიკული გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა
** ინჟინრებთან და სამშენებლო მენეჯერებთან მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ბენეფიტი: დაზღვევა

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: Hr@bsp.com.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - პროექტ მენეჯერის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...