საოპერაციოს დღის ექთანი
კლინიკა "კონსილიუმ მედულა" ეძებს კვალიფიციურ და პასუხისმგებლობიან საოპერაციოს დღის ექთანს, რომელიც უზრუნველყოფს ქირურგიული პროცესების სწორ, უსაფრთხო და სტანდარტების შესაბამის მხარდაჭერას ოპერაციის წინ, მიმდინარეობისას და შემდგომ ეტაპებზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00
ანაზღაურება: ჩატარებული ოპერაციების ღირებულების 2%
ფუნქცია-მოვალეობები:
** საოპერაციო ბლოკის მომზადება დაგეგმილი ოპერაციებისათვის;
** ოპერაციამდე პაციენტის მომზადებაში მონაწილეობა და ქირურგიული გუნდის მხარდაჭერა;
** საოპერაციო ინსტრუმენტების, აპარატურისა და სახარჯი მასალების მომზადება და კონტროლი;
** ქირურგისა და ანესთეზიოლოგის დახმარება ოპერაციის მიმდინარეობისას;
** ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების მკაცრი დაცვა;
** ოპერაციის დასრულების შემდეგ ინსტრუმენტების შეგროვება, დათვლა და შესაბამისი დამუშავების უზრუნველყოფა;
** საოპერაციოს წესრიგისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის შესაბამისად;
** პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა;
** კლინიკის შიდა წესების, უსაფრთხოების და ეთიკური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საექთნო განათლება (დიპლომი);
** საოპერაციო ექთნად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოპერაციო პროცესებისა და ინსტრუმენტების ცოდნა;
** ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას ტრენინგებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით;
** მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს.
თუ ხარ დაინტერესებული შენი რეზიუმე გამოგვიგზავნე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს