ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: ნეტმარტი

გამოქვეყნების თარიღი: Jan 10

დასრულების ვადა: Feb 10

ადგილმდებარეობა: თბილისი

ინტერნეტ მაღაზია "ნეტმარტი", რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქციის მარტივ და სწრაფ შეძენას, აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

გაყიდვების მენეჯერის მთავარი ამოცანაა პროგრამაში დაფიქსირებული შეკვეთების დამუშავება, მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და შეკვეთის საბოლოო გაფორმება სატელეფონო ზარის მეშვეობით (მხოლოდ გამავალი ზარები).

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გამართული და მკაფიო მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობისა და მათ საჭიროებებზე ფოკუსირების უნარი;
** ტაქტიანობა, თავაზიანობა და დადებითი დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Word, Excel).
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათი;
** დასვენების დღეები: 2 დღე კვირის განმავლობაში (გრაფიკის მიხედვით);
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან, რაც თქვენს შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: jobs.mart@mail.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...