სოციალური მედიის მენეჯერი

კომპანია: New Life Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Jan 10

დასრულების ვადა: Feb 10

ადგილმდებარეობა: თბილისი

"New Life Georgia" 2008 წელს დაარსდა საქართველოში და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნურ განაყოფიერებაზე, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგაციაზე. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას;
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
** Fitpass-თან პარტნიორობას;
** სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარსა და გუნდურ ღონისძიებას;
** • რეალურ შესაძლებლობას კარიერული განვითარებისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული, ნაწილობრივ ოფისიდან - საბურთალო, საირმის ქ.;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქციები:

** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
** სოციალური ქსელებისთვის აქტივობების/კონტენტის კალენდრის შემუშავება;
** კომპანიის სოციალური არხების (facebook, instagram, linkedin და სხვ.) განვითარება და მართვა;
** Facebook Ads Manager-ის საშუალებით რეკლამების გაშვება (Facebook-სა და Instragram-ზე);
** კონტენტ ლაინების შექმნა და განვითარება;
** გეგმით განსაზღვრული, ყოველკვირეული პოსტების მომზადება, მათ შორის ტექსტური აღწერებისა და მარტივი დიზაინის შემუშავება, საჭიროების მიხედვით;
** სარეკლამო ბიუჯეტის მართვა, მომხმარებელთა სწორი სამიზნე ჯგუფების გამოყოფა და სარეკლამო დანახარჯების ეფექტიანობაზე ზრუნვა;
** ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და სტრატეგიის ცვლილება/ინიციატივების წარდგენა საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (წერა, საუბარი);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მართვის მიმართულებით;
** Meta Ads-ისა და Google Ads-ის ცოდნა;
** Canva და სხვა დიზაინის პლატფორმებზე მარტივი დიზაინის შექმნის გამოცდილება და უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დედლაინებში მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@newlifegeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"New Life Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სოციალური მედიის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...