ბიზნეს განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი

კომპანია: SPAR Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Jan 08

დასრულების ვადა: Feb 08

ადგილმდებარეობა: თბილისი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.

" Spar Georgia" უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 500-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.

"Spar Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას;
** Fitpass-ის ლოიალობს პროგრამაში ჩართვას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** პარასკევს მოკლე სამუშაო დღეს;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** SPAR-ის პარტნიორი სავაჭრო ობიექტების (ფრენჩაიზი) ფინანსური და ოპერაციული შედეგების გაუმჯობესებაში აქტიური ჩართულობა (გაყიდვები, მარჟა, ოპერაციული ეფექტიანობა);
** სავაჭრო ობიექტების საქმიანობის ანალიტიკის შეფასება და შედეგების გასაუმჯობესებლად შესაბამისი სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბება;
** KPI-ების მონიტორინგი, ანალიზი და გაუმჯობესების ინიცირება;
** ბაზრისა და შიდა მონაცემებზე დაყრდნობით საკვანძო მაჩვენებლების (Benchmarks) განსაზღვრა და ფრენჩაიზ პარტნიორებთან პროაქტიური კომუნიკაცია;
** ფრენჩაიზ ობიექტების თვიური და კვარტალური მიმოხილვების დაგეგმვა და ეფექტიანი მართვა;
** პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებსა და ობიექტების შეფასებაში აქტიური ჩართულობა;
** ფრენჩაიზთან თანამშრომლობის ალტერნატიული ბიზნეს-მოდელების შემუშავება;
** ფრენჩაიზ ობიექტების მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ფრენჩაიზის მფლობელებთან სტრუქტურირებულ კომუნიკაციას და მათი შედეგების რეგულარულ შეფასებასა და გაუმჯობესებას;
** პროცესების, რეპორტინგისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების განვითარებაში აქტიური ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული;
** პროაქტიური და ინიციატივიანი;
** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების მქონე;
** ეფექტიანი კომუნიკაციის და პარტნიორებთან კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა ან მენეჯმენტი)
** აუცილებელი კანდიდატს ჰქონდეს ზოგადი ფინანსური ტერმინების ცოდნა და შეეძლოს მათი შინაარსის სწორად გაგება (შემოსავალი, ხარჯები, მომგებიანობა, მარჟა, EBITDA და სხვა)
** სასურველია რითეილის სფეროს ზოგადი ცოდნა, რომ წარმოდგენა ჰქონდეს როგორ ოპერირებს ქსელი, ლოგისტიკა, კომერციული თუ სხვა მიმართულება;
** აუცილებელია გამოცდილება ერთ-ერთ მომიჯნავე სფეროში, როგორიცაა სასურსათო სავაჭრო სექტორი, FMCG სექტორი, ფინანსური ინსტიტუტები ან სხვა მსგავსი სფერო, სადაც კანდიდატი პასუხისმგებელი იყო ოპერაციულ მენეჯმენტზე, კომერციული განვითარების ხელშეწყობაზე და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების აღსრულებაზე;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Excel, Word, PPT) ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ (ორშ-ხუთშ); 09:00-14:00 (პარასკევი);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის #40;

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

https://spar.selfrecruit.ge/s/3QKq

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბიზნეს განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...