მოლარე-კონსულტანტი/მენეჯერი
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის და მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში შემდეგ ლოკაციებზე:
** ქ. თბილისი ვაკე, ჭავჭავაძის 34 (პიქსელის შენობა)
** ქ. თბილისი ვაჟა ფშაველას გამზირი N 30ბ
** ქ. თბილისი ცინცაძის N12 (აქსისის სავაჭრო სახლი)
მენეჯერის პოზიციაზე სავალდებულო მოთხოვნები:
** წიგნების გაყიდვების სფეროში მოწინავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, Google email
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა
ძირითადი მოთხოვნები:
** შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით
** პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება
** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების გეგმის შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** გაყიდვების ტექნიკების ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ ატმოსფეროს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში, 1 დღე დასვენება.
** შრომის ანაზღაურება: 700 ლარიდან 1200 ლარამდე, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** რეზიუმეების გადარჩევა,
** სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება,
** ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: librawignebi@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს