სერვისის კონსულტანტი

კომპანია: Luca Polare

გამოქვეყნების თარიღი: Jan 05

დასრულების ვადა: Feb 05

ადგილმდებარეობა: თბილისი

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** სალაროსთან მუშაობა;
** ნაყინების გაყიდვა;
** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
** სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება სამუშაო ადგილას.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენი პირობები:

** სრულფასოვანი სტაჟირება (ანაზღაურებადი);
** მეგობრული გარემო;
** სწავლასთან მორგებული სამუშაო განრიგი;
** სტაბილური შემოსავალი+ბონუსები;
** განვითარება და კარიერული ზრდა;
** საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა.
** კვება 50%-იანი ფასდაკლებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება, ხოლო მიღებული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სერვისის კონსულტანტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...