HR ლიდერი

კომპანია: LSG Solutions

გამოქვეყნების თარიღი: Dec 30

დასრულების ვადა: Jan 30

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანიის შესახებ:

LSG Solutions (http://www.lsg.solutions) არის სამშენებლო მენეჯმენტის, დიზაინისა და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაარსდა 2020 წელს კომერციული, სამრეწველო და ინფრასტრუქტურული მშენებლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. კომპანიის მიზანია, ინვესტორებისთვის მაღალი სტანდარტის საინჟინრო მომსახურების უზრუნველყოფა.

როლის მიზანი:

Head of HR არის სტრატეგიული ლიდერი, რომელიც მართავს და ავითარებს ადამიანური რესურსების სრულ ეკოსისტემას LSG Solutions-ში. მთავარი მიზანია მაღალკვალიფიციური გუნდის მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება, HR პროცესების სტანდარტიზაცია და მათი სრულად დაკავშირება ბიზნეს სტრატეგიასთან — დიზაინისა და მშენებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

1. HR სტრატეგია და ლიდერობა

** კომპანიის HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაში
** HR პოლიტიკების, პროცედურებისა და სტანდარტების შექმნა და განახლება
** ორგანიზაციული სტრუქტურის, როლებისა და პასუხისმგებლობების ოპტიმიზაცია
** ხელმძღვანელ გუნდთან (CEO, Directors) სტრატეგიული პარტნიორობა

2. ტალანტების მოზიდვა და დამსაქმებლის ბრენდი:

** Recruitment & Talent Acquisition სტრატეგიის მართვა
** დამსაქმებლის ბრენდის (EVP) განვითარება
** შერჩევის პროცესების ხარისხის, სისწრაფისა და კანდიდატის გამოცდილების გაუმჯობესება
** საკვანძო პოზიციებზე succession planning

3. შესრულების მართვა და განვითარება:

** Performance Management სისტემის მართვა
** ინდივიდუალური განვითარების გეგმების (IDP) შექმნა
** ლიდერობისა და პროფესიული განვითარების პროგრამების კოორდინაცია
** სწავლებისა და ტრენინგების ეფექტიანობის შეფასება

4. კომპენსაცია, ბენეფიტები და ჩართულობა

** ანაზღაურებისა და ბენეფიტების სტრუქტურის შემუშავება და ბაზართან შედარება
** ბონუსებისა და მოტივაციის სისტემების დიზაინი
** თანამშრომელთა ჩართულობის, კულტურისა და კეთილდღეობის ინიციატივების მართვა
** თანამშრომელთა უკუკავშირის სისტემური შეგროვება და ანალიზი

5. HR ოპერაციები და შესაბამისობა:

** შრომითი ხელშეკრულებების, შიდა რეგულაციებისა და შრომის კანონმდებლობის შესაბამისობის კონტროლი
** HRIS სისტემების (Odoo და სხვ.) ოპტიმიზაცია
** დისციპლინარული პროცესების, კონფლიქტებისა და რისკების მართვა
** აუდიტორებთან და იურიდიულ გუნდთან თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: HR, ბიზნეს ადმინისტრირება, ფსიქოლოგია ან შესაბამისი სფერო
** მინიმუმ 6-8 წლიანი გამოცდილება HR სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე
** თანამედროვე HR ინსტრუმენტებისა და სისტემების ცოდნა
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ლიდერობის უნარები
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@lsg.solutions და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - HR ლიდერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...