ექთანი/ფლებოტომისტი
კლინიკა "კონსილიუმ მედულა" ეძებს პასუხისმგებელ და ორგანიზებულ ექთანს/ფლებოტომისტს, რომელიც ჩაერთვება ლაბორატორიული მომსახურების პროცესში და უზრუნველყოფს პაციენტებზე ორიენტირებულ, მაღალი სტანდარტის მომსახურებას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00
ანაზღაურება: 1200₾
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტისთვის ვენიდან სისხლის აღება წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტისთვის კაპილარული სისხლის აღება დადგენილი წესების დაცვით;
** აღებული ბიოლოგიური მასალის დამუშავება;
** საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება;
** ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის აღება, ტრანსპორტირება და შენახვა;
** პაციენტებთან ურთიერთობისას ეთიკის პრინციპების დაცვა და კონფიდენციალური ინფორმაციის არ გამჟღავნება;
** ბინაზე გამოძახების ექთნის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
** მის პასუხისმგებლობაში არსებულ განყოფილებაში წესრიგის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** კლინიკაში დამტკიცებული პროცედურების გაცნობა და მათი პრაქტიკაში განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საექთნო ან შესაბამისი სამედიცინო განათლება (დიპლომი);
** ექთნის ან ფლებოტომისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
** ვენიდან და კაპილარული სისხლის აღების პრაქტიკული გამოცდილება;
** ლაბორატორიული კვლევებისთვის ბიოლოგიური მასალის აღების, დამუშავებისა და შენახვის წესების ცოდნა;
** სანიტარიულ-ჰიგიენური და ინფექციის კონტროლის სტანდარტების ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
** პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე მისამართზე: m.tkhlashidze@onco.ge.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს