ელექტრო სისტემის ინჟინერი

კომპანია: Zerone

გამოქვეყნების თარიღი: Dec 26

დასრულების ვადა: Jan 26

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ზერონი" უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური სისტემების პროფესიონალურ პროექტირებას, დამონტაჟებასა და მომსახურებას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ საინჟინრო გადაწყვეტებს, რომელიც მორგებულია თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე.

"ზერონის" წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.zerone.ge

პოზიციის დასახელება: ელექტრო სისტემის ინჟინერი
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** საინჟინრო გათვლებისა და ელექტრო სქემების ზუსტი მომზადება, შესაბამისი ტექნიკური სტანდარტების დაცვით;
** საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა, განახლება და პროექტში სიზუსტის უზრუნველყოფა;
** MEP სისტემებს შორის ეფექტური კოორდინაცია (ელექტრო, გათბობა, ვენტილაცია, კონდიციონირება);
** ელექტრო ტექნიკური აღჭურვილობის, განლაგებისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტის მიმდინარეობის პროცესში მუდმივი კომუნიკაცია გუნდთან, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Eplan, Dialux, Revit (ჩაითვლება უპირატესობად)
** უმაღლესი საინჟინრო განათლება.
** ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი ნორმების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი - სრული;
** ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კოორდინაციის უნარი;
** მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** პრესტიჟულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
** პროფესიულ განვითარებასა და ზრდას.
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
** სამედიცინო დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 26 იანვრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ზერონი" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ზერონის" ბაზაში 1 წლის ვადით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ელექტრო სისტემის ინჟინერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...