გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: MS Holding

გამოქვეყნების თარიღი: Dec 26

დასრულების ვადა: Jan 26

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქუჩა # 4
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30-18:00 საათი
** ანაზღაურება: საწყისი 1500 ₾ + ბონუსი, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2000 ₾ + ბონუსი

რისი გაკეთება მოგიწევს?

** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** სამოქმედო უბანზე გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
** სავაჭრო ობიექტებზე ყოველკვირეული ვიზიტების განხორციელება და მოლაპარაკებების პროცესების წარმოება;
** ობიექტზე დადგენილი არხების მიხედვით ასორტიმენტის შეტანა/ განთავსება;
** ახალი სავაჭრო ობიექტების იდენტიფიცირება, ათვისება და მოლაპარაკებების პროცესების სრულად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** დისტრიბუციის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ბაზრის კვლევის მეთოდების ფლობა;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების ძლიერი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ "MS holding"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...