მენეჯერი ბენზინგასამართ სადგურზე
"ქონექთი" — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია დღეს ფლობს 135-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყოველდღიურად ავითარებს პროდუქტებსა და მომსახურებას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.
ჩვენი გუნდი ისწრაფვის ლიდერობისკენ: ვიყოთ ის ბრენდი, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტს ამ სფეროში.
"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას ბენზინგასამართ სადგურზე მენეჯერის პოზიციაზე მარნეულში.
პირობები:
** ადგილმდებარეობა: მარნეული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტოგასამართი სადგურის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და მონიტორინგი
** ცვლების მართვა და ფინანსური ოპერაციების კონტროლი
** ნავთობპროდუქტების მიღების, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა
** სალაროსა და ტერმინალების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური პროცესების კონტროლი
** თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მართვა და მოტივირება
** სამუშაო განრიგის ჩამოყალიბება
** დისციპლინისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესრულების კონტროლი
** საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** უპირატესობა მიენიჭება საცალო გაყიდვებისა და ნავთობის ინდუსტრიაში გამოცდილებას
** გუნდის მართვის გამოცდილება
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მართვისა და დელეგირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: career@connect.com.ge
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს