ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების სპეციალისტი

კომპანია: არდი დაზღვევა

გამოქვეყნების თარიღი: Dec 25

დასრულების ვადა: Jan 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის დეპარტამენტში ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. N3.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა კმაყოფილების სატელეფონო და ონლაინ კვლევების წარმოება (NPS, CSAT) შემდეგი მიმართულებებით:
** ცალკეული ორგანიზაციების კმაყოფილების ინდექსის კვლევა
** ცალკეული ოჯახის ექიმების კმაყოფილების ინდექსის კვლევა
** ავტოზარალების რეგულირების შემდგომი კმაყოფილების ინდექსის კვლევა
** პოსტ-ჰოსპიტალიზაციური შემთხვევების შემდგომი კვლევა
** პერსონალური სამედიცინო მენეჯერების კმაყოფილების კვლევა
** ზოგადი კმაყოფილების კვლევა (NPS)
** ხარისხობრივი კვლევების მაქსიმალური ავტომატიზაცია
** ონლაინ გამოკითხვების ჩაშენება ციფრულ არხებში (ელექტრონული ფოსტა, CRM, მობილური აპლიკაცია, ვებ-გვერდი)
** სხვადასხვა არხებით მიღებული ხარისხის კვლევების დამუშავება, ანალიზი,
** რეკომენდაციების ამოღება და ხარისხის სამსახურთან კოორდინაციით ახალი სტანდარტების დანერგვა
** მენეჯმენტის რეპორტების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია მარკეტინგის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის მიმართულებით.
** ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნა;
** სასურველია ხარისხის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება (survey, NPS, CSAT და სხვ.)

უნარები და კომპეტენციები:

** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** მონაცემების ანალიზისა და დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
** რეკომენდაციების მომზადება პროცესების გაუმჯობესებისთვის
** მომსახურების ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა
** პროცესების შეფასებისა და გაუმჯობესების უნარი
** შიდა სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის ინდიკატორებთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Career@ardi.ge. გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების სპეციალისტი".

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...