პროგრამული მხარდაჭერის მენეჯერი

კომპანია: არდი დაზღვევა

გამოქვეყნების თარიღი: Dec 25

დასრულების ვადა: Jan 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

არდი - ცხოვრების ჯერია!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვის დესკის პორტალზე დარეგისტრირებული ინციდენტებისა და სერვისული მოთხოვნების აღმოფხვრა/შესრულება;
** ორგანიზაციის კორპორატიული აპლიკაციების ხარვეზების დიაგნოსტიკა და მხარდაჭერა;
** სატელეფონო კონსულტაციების გაწევა ინციდენტის აღმოფხვრის მიზნით;
** ორგანიზაციის კორპორატიულ აპლიკაციებში წვდომების მართვა;

განათლება:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური - (B2);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - პროგრამული მხარდაჭერის მენეჯერი".

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - პროგრამული მხარდაჭერის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...