ხვეულების მცხობელი
"სინაბონი" არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.
თუ გაქვს სურვილი, გახდე მეგობრული გუნდის წევრი, ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
გამოცდილება სავალდებულო არ არის. თუ გაქვს ინტერესი ახალი პროფესიის შესწავლის, ჩვენ შეგასწავლით.
ასევე, გაითვალისწინეთ ცომის და შიგთავსების დამზადება მცხობელს არ უწევს, მცხობელთან მოდის უკვე გამზადებული.
"სინაბონი" აცხადებს ვაკანსიას ხვეულების მცხობლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტების მომზადება კომპანიაში განსაზღვრული შიდა სტანდარტის მიხედვით.
** ცხობის სრული პროცესის მართვა;
** ინგრედიენტების ხარჯვისა და მარაგების კონტროლი;
** ინვენტარის უსაფრთხო გამოყენება, მოვლა და შენახვა;
** პროდუქციის დროული მოხვედრა დახლზე და ვადაგასული პროდუქციის დროულად მოხსნა დახლიდან;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნა:
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
გრაფიკი: 09:00-15:00 ან 15:00-21:00
ანაზღაურება: 6 საათიანი ცვლის შემთხვევაში:
** კვირაში 3 დღე: ხელზე ასაღები 500-600 + ბონუსი
** კვირაში 4 დღე: ხელზე ასაღები 650-700 + ბონუსი
** კვირაში 5 დღე: ხელზე ასაღები 800-900 + ბონუსი
სრულ განაკვეთზე: კვირაში 40 სთ - ხელზე ასაღები 1200-1400 ლარი + ბონუსი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველა N70 - სითი მოლი საბურთალო
გახდი ჩვენი გუნდის წევრი
გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: career@cinnabongeorgia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "ხვეულების მცხობელი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს