პროგრამული უზრუნველყოფის ERP მხარდაჭერის სპეციალისტი

კომპანია: ორი ნაბიჯი

გამოქვეყნების თარიღი: Dec 24

დასრულების ვადა: Jan 24

ადგილმდებარეობა: თბილისი

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან "2 ნაბიჯში", ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის (ERP) მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო ცვლების შესაბამისად: 09:00-16:00; 16:00-22:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მინდელის 3;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის (ERP) მომხმარებლების მხარდაჭერა და კონსულტაცია;
** საქმიანობის ეფექტიანი შესრულებისთვის შესაბამისი სისტემებისა და პლატფორმების (მათ შორის Ticketing System-ის) გამოყენება;
** ERP და სალაროს პროგრამებში ქსელის გაყიდვების ასახვის ყოველდღიური მონიტორინგი და აღმოჩენილი პრობლემების აღმოფხვრა;
** სხვადასხვა ხარვეზით გამოწვეული სალაროს ERP-ის ინფორმაციული ბაზის დაზიანებების დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში მისი გასწორება;
** ახალი მომხმარებლებისთვის პროგრამის ინსტალაცია, მათი რეგისტრაცია სისტემებში, წვდომის დონეების მინიჭება წინასწარ დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად;
** ახალი ობიექტების გახსნის მხარდაჭერა, პროგრამული უზრუნველყოფის მართვის და მხარდაჭერის სამსახურის მოვალეობის და კომპეტენციის ფარგლებში;
** პროგრამის ყოველი განახლებისას და ახალი მოდულის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე პროგრამის ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების მიზნით;
** საჭიროების მიხედვით, პროგრამული უზრუნველყოფის მართვის და მხარდაჭერის სამსახურში არსებულ პროექტებში ან საპროექტო გუნდებში ჩართვა;
** პოკეტის მომხმარებლების დამატება და აწყობა ERP-ში შესაბამისი წვდომის უფლებებით;
** ERP სისტემის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ინციდენტებზე რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის, ადმინისტრატორის, ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, Word, PowerPoint); ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. ოპერაციული სისტემების ზოგადი ცოდნა (Windows OS);
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება პროგრამული უზრუნველყოფის (ERP) მხარდაჭერის სპეციალისტი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 7 იანვარი, 2026 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - პროგრამული უზრუნველყოფის ERP მხარდაჭერის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...