პრობლემური სესხების მენეჯერი

კომპანია: პრობლემური აქტივების სააგენტო

გამოქვეყნების თარიღი: Apr 27

დასრულების ვადა: May 25

ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები

"პრობლემური აქტივების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხის მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში.

სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-დან 18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. (წარჩინებულ თანამშრომლებზე გათვალისწინებულია დამატებითი წამახალისებელი ბონუსები)

სამუშაოს აღწერილობა:

** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი; სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა; გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ CV hr@pas.ge გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ სამსახურის სასურველი რეგიონი.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს