საცალო გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: ნავთობკომპანია ქონექთი

გამოქვეყნების თარიღი: Dec 24

დასრულების ვადა: Jan 24

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Connect/ქონექთი" — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია დღეს ფლობს 130-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყოველდღიურად ავითარებს პროდუქტებსა და მომსახურებას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.

ჩვენი გუნდი ისწრაფვის ლიდერობისკენ: ვიყოთ ის ბრენდი, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტს ამ სფეროში.

Connect/ქონექთი აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიული გაყიდვების გუნდში.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიქსირებული ხელფასი და მოტივაციური ბონუს სისტემა
** კორპორატიული ტელეფონის ნომერი
** ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური სამუშაო გარემო და ძლიერი გუნდი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საცალო მომხმარებლების აქტიური მოძიება;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოება;
** ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისის უზრუნველყოფა;
** პორტფელების მონიტორინგი;
** ჯვარედინი გაყიდვების წარმოება;
** კლიენტების ყოველდღიური მხარდაჭერა - შესაბამის სისტემაში სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება;
** ყოველთვიური კვირის და თვის ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის (გაყიდვების სტატუსი, აქტივობები, პროგრესი)
** საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელთან ერთად პრეზენტაციების და რეპორტების მომზადება და წარდგენა კომპანიის დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია საწვავის, ავტო, ლოჯისტიკის მიმართულებით;
** მოლაპარაკებებისა და კლიენტებთან კომუნიკაციის მაღალ დონეზე ფლობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
** მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საცალო გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...