გაყიდვების მენეჯერი - ივრითის მცოდნე

კომპანია: არქი

გამოქვეყნების თარიღი: Dec 24

დასრულების ვადა: Jan 24

ადგილმდებარეობა: თბილისი

ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს (ივრითის მცოდნე) და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
** პოტენციური მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და CRM პროგრამაში აღრიცხვა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ივრითის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 11 იანვრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი - ივრითის მცოდნე

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...