გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
** მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარება;
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია - ინფორმაციის მიწოდება არქიტექტორთან და მხარეებს შორის შეთანხმება;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 11 იანვრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს