ოფისის მენეჯერი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიციური პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. თუ ხართ დამწყები ამ სფეროში და გსურთ გამოცდილების მიღება, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამუშაოს;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და ტრენინგების დაფინანსებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** მოწესრიგებულობა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მართვა.
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება.
** შეხვედრების დაგეგმვა და თათბირების ჩატარება
** სტუმრების მიღება და ინფორმაციის მიწოდება.
** ოფისის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება.
** სხვადასხვა დეპარტამენტის მხარდაჭერა ადმინისტრაციულ საკითხებში.
** ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
მოთხოვნები:
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო/მაღალი დონე)
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაციის მაღალი უნარები
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს