ინვენტარიზაციის სპეციალისტი

კომპანია: Glass Work

გამოქვეყნების თარიღი: Dec 22

დასრულების ვადა: Jan 22

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიციური პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ ხართ დამწყები ამ სფეროში და გსურთ გამოცდილების მიღება, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამუშაოს;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და ტრენინგების დაფინანსებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** მოწესრიგებულობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის ყოველდღიური აღწერა/კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** ხარვეზების/დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ინვენტარიზაციის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...