პროფესიონალური გახმოვანების სპეციალისტი
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.mifasi.ge/
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
ჩვენი გუნდი ეძებს პროფესიონალური გახმოვანების სპეციალისტს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გახმოვანების აპარატურის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი 1400 ლარი;
** ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mifasitoday@gmail.com; სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (პროფესიონალური გახმოვანების სპეციალისტი).
გისურვებთ წარმატებას
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს