სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
სამშენებლო კომპანია "ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"ჰიტეკო ჯგუფი" ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას.
ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.
პოზიციის ძირითადი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 საათიდან 18:00 საათამდე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო
** სახელფასო განაკვეთი: 1500 ლარი
მოთხოვნები:
** სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით უმაღლესი განათლება სასურველია
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე
** კონსტრუქციული პროექტების წაკითხვისა და გაანალიზების უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციების კონტროლი;
** ობიექტზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ჟურნალი, ტაბელი და სხვ.)
** ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვა
** სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის მითითებით
აუცილებელი უნარები:
** ყურადღება დეტალების მიმართ
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი
** ინტენსიური სამუშაო რეჟიმის პირობებში მუშაობის უნარი
** პრაქტიკული ინიციატივა და მოტივირებული მიდგომა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@splendidtbilisi.com
Subject-ში მიუთითეთ: "სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის დამხმარე"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
თქვენი განაცხადის გაგზავნით, გვაძლევთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე.
აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს პერსონალური ინფორმაციის განახლება, დამატება ან წაშლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@splendidtbilisi.com
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს