გაყიდვების სპეციალისტი
შპს "ი-სპეის" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს "ი-სპეის"- ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის ოპერატორი კომპანიაა, რომლის მისია არის საქართველოში ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და სერვისების შექმნა და განვითარება, ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: https://e-space.ge/
ვეძებთ აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს გაყიდვებს მზარდ სფეროში.
განაცხადების მიღების ვადები: 18 დეკემბრიდან 18 იანვრის ჩათვლით
ფუნქცია-მოვალეობები:
** სახელმწიფო და კერძო ტენდერების ყოველდღიური მონიტორინგი, დოკუმენტების მომზადება და მონაწილეობა (პროდუქციის/მომსახურების შეთავაზება)
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება სხვადასხვა არხით და შეთავაზებების გაკეთება
** ოფისში მოსული მომხმარებლების მიღება და გაყიდვის პროცესის მართვა
** პოტენციურ კლიენტებთან ფიზიკური ან ონლაინ შეხვედრების ჩატარება
** გაყიდვების სრული ციკლის წარმოება (ლიდებიდან ხელშეკრულებამდე)
** ხელშეკრულებების გაფორმება და შესრულების მონიტორინგი
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება
** განხორციელებული გაყიდვების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
** ყოველთვიური ოპერაციული რეპორტინგი დირექტორთან და ბუღალტერთან
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: 10:00 - 18:00 საათი, კვირაში 5 დღე (შაბათ-კვირა დასვენება)
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ზურაბ & თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩა #16 (მ. ასათიანის ქუჩის მიმდებარედ)
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
** ანაზღაურება: 1000 ლარი (Net) + ბონუსი გაყიდვებიდან
შენიშვნა: გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ხელფასის ზრდის შესაძლებლობა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მიღწეული შედეგების შეფასების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება - გაყიდვების სფეროში მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება, სასურველია B2B ან ტენდერების მიმართულებით
კომპეტენცია და უნარები:
** მოლაპარაკებისა და გაყიდვების ძლიერი უნარები;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** MS Office-ის (Word და Excel) ცოდნის დონე - კარგი;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: admin@e-space.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს