მომხმარებელთა მხარდაჭერის/ოპერაციული აგენტი

კომპანია: E-Space

გამოქვეყნების თარიღი: Dec 21

დასრულების ვადა: Jan 21

ხელფასი: 800

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ი-სპეის" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის/ოპერაციული აგენტის პოზიციაზე.

შპს "ი-სპეის"- ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის ოპერატორი კომპანიაა, რომლის მისია არის საქართველოში ელექტრო მობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურს და სერვისების შექმნა და განვითარება, ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: https://e-space.ge/

ვეძებთ პასუხისმგებელ და კომუნიკაბელურ კანდიდატს მომხმარებელთა მხარდაჭერის/ოპერაციული აგენტის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტების მაღალ დონის მომსახურებას.

განაცხადების მიღების ვადები: 18 დეკემბრიდან 18 იანვრის ჩათვლით

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ტელეფონზე შემომავალი და გამავალი ზარების მიღება/განხორციელება
** დამტენი სადგურების გამოყენებისას წარმოქმნილი პრობლემების ან კითხვების მხარდაჭერა ტელეფონით/იმეილით
** შემოსული პრობლემური ზარების დეტალური აღრიცხვა, პრობლემის აღწერით და მომხმარებლის იდენტიფიცირებით.
** ოფისში მოსული მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და საჭიროებისამებრ გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება
** საცალო და კორპორატიული კლიენტების ტექნიკური/ოპერაციული კონსულტაცია და მხარდაჭერა
** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების გაფორმება
** საკურიერო სერვისების კოორდინაცია.
** ყოველთვიური ოპერაციული რეპორტინგი დირექტორთან.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: 10:00 - 18:00 საათი, კვირაში 5 დღე (შაბათ-კვირა დასვენება)
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ზურაბ & თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩა #16 (მ. ასათიანის ქუჩის მიმდებარედ)
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
** ანაზღაურება: 800 ლარი (Net)
შენიშვნა: გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ხელფასის ზრდის შესაძლებლობა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მიღწეული შედეგების შეფასების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება - მომხმარებელთა მხარდაჭერის ან ადმინისტრაციული გამოცდილება სასურველია მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება ჩამოთვლილ სფეროებში.

კომპეტენცია და უნარები:

** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** MS Office-ის (Word და Excel) ცოდნის დონე - კარგი, სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: admin@e-space.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მომხმარებელთა მხარდაჭერის/ოპერაციული აგენტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...