სოციალური მედიის მენეჯერი

კომპანია: სმოტორსი

გამოქვეყნების თარიღი: Dec 20

დასრულების ვადა: Jan 20

ადგილმდებარეობა: თბილისი

"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

კომპანიის შესახებ:

კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, YouTube, საჭიროებისამებრ სხვა პლატფორმები)
** ავტონაწილებისა და სპეცტექნიკის ფოტო და ვიდეო გადაღება (პროდუქტები, დეტალები, გამოყენების პროცესები)
** კონტენტის დაგეგმვა და შექმნა (პოსტები, Reels, Stories, Shorts და სხვა ფორმატები)
** ტექსტების (ქოფირაითინგის) დაწერა ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში - ინგლისურად
** პოსტების გრაფიკის შედგენა და რეგულარული გამოქვეყნება
** აუდიტორიასთან კომუნიკაცია (კომენტარებზე და შეტყობინებებზე პასუხი)
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა (Facebook/Instagram Ads - უპირატესობა)
** კონკურენტების და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი
** სოციალური ქსელების ანალიტიკის მონიტორინგი და ანგარიშგება (reach, engagement, გაყიდვებზე გავლენა)
** ბრენდის იმიჯის შენარჩუნება და განვითარება ონლაინ სივრცეში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური ქსელების მართვის მინიმუმ საბაზისო გამოცდილება
** ფოტო და ვიდეო გადაღების უნარები (ტელეფონით ან კამერით)
** ვიდეოს დამუშავების საბაზისო ცოდნა (CapCut, Premiere Pro, InShot ან მსგავსი პროგრამები)
** ტექნიკური თემების მიმართ ინტერესი (ავტონაწილები, სპეცტექნიკა)
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დამატებითი უნარები ჩაითვლება უპირატესობად:

** ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ნაწილების ცოდნა
** სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება
** გრაფიკული დიზაინის საბაზისო ცოდნა (Canva, Photoshop)
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სოციალური მედიის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...