ბუღალტერი
აიტი სერვისების კომპანია F1 - კომპიუტერული სერვისი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანია 2008 წლიდან აიტი მხარდაჭერას უწევს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებს, მათი კომპიუტერული ინფრასტრუქტურის მოწყობის და შემდგომი მართვის მიმართულებით.
გაეცანით კომპანიის სერვისებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - https://f1.com.ge/
სამუშაოს აღწერა:
** სალაროს ოპერაციების განხორციელება;
** საბანკო ოპერაციების განხორციელება;
** საბუღალტრო პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების ასახვა;
** RS.ge-ზე ოპერაციების განხორციელება;
** საინვოისო პროგრამაში ოპერაციების განხორციელება;
** დებიტორების ვალების კონტროლი და ზარების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის MS Excel-ის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები
მომავალ თანამშრომელს კომპანია სთავაზობს სასიამოვნო და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის საჭირო ყველა ძირითადი საშუალებით.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
დაინტერესებულმა კანდიდატებმა საკუთარი CV უნდა გადმოაგზავნონ ელ-ფოსტაზე ana@f1.com.ge დანიშნულებით "ბუღალტერი".
ბოლო ვადა 19 იანვარი.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს