გენერალური მენეჯერი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა მოწინავე კომპანიებებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
კომპანია "არომაკოს" მისია, შექმნისთანავე იყო, ნებისმიერი ბრენდისთვის იდენტობის შექმნა ინდივიდუალური სურნელის დახმარებით. ბრენდი შეიქმნა იმისთვის, რომ არომა მარკეტინგით ეთქვა ახალი სიტყვა ბიზნეს ინდუსტრიაში.
კომპანია "არომაკოში" ვეძებთ გუნდის ახალ ლიდერს, გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. გუნდში ვეძებთ ლიდერს, ვისთვისაც სიახლეები და კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, ვინც გუნდთან ერთად დაისახავს ამბიციურ მიზნებს დიდი შედეგების მისაღწევად.
ჩვენ გთავაზობთ:
** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #1ა
ძირითადი უფლება მოვალეობები:
** ბიზნეს პროცესების შეფასება, ბიუჯეტის მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია.
** პროცესის სწორად წარმართვა, საჭიროებების, მოთხოვნების განსაზღვრა და მიმართულებების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
** ახალი ბაზრებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** კომპანიის B2B და B2C- მიმართულების განვითარება.
** KPI-ების ჩამოყალიბება;
** თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება და ანალიზი;
** კომპანიაში ძირითადი პროცესების ზედამხედველობა.
** კომპანიის სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით, პროექტების შემუშავება, განხორციელება, აღსრულების კონტროლი და მონიტორინგი;
** ხარისხის სტანდარტების მონიტორინგი და დაცვა.
** მიმართულების ხელმძღვანელებთან კოორდინაცია.
** თანამშრომელთა სელექციაში ჩართულობა, განვითარება, გუნდის ლიდერობა, მხარდაჭერა და მართვა;
** თანამშრომლების საჭიროებების იდენტიფიცირება და განვითარებაზე ზრუნვა.
** კომპანიაში წარმოქმნილ პრობლემებზე რეაგირება და პერიოდული მონიტორინგი.
** კომპანიის რისკების ანალიზი და მართვა.
** მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესში კომპანიის იმიჯის შენარჩუნება და განვითარება.
** ანგარიში/რეპორტინგი ჰოლდინგის ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით.
** გენერალური მენეჯერის ან აღმასრულებელი რგოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება. მათ შორის, გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზაციული განვითარების, სტრატეგიული ცვლილებების, ფინანსური მენეჯმენტის, ტალანტების მართვის და პროექტების მართვის მენეჯმენტში გამოცდილება.
** MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.
** ფინანსური ანგარიშგების ცოდნა (P&L).
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა;
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრატეგიული აზროვნების და მართვის უნარი:
** ძლიერი ლიდერული უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დელეგირების უნარი.
** გუნდის მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გენერალური მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს