ინტერიერის დიზაინერი

კომპანია: Archenome

გამოქვეყნების თარიღი: Dec 17

დასრულების ვადა: Jan 17

ადგილმდებარეობა: თბილისი

თითოეულ ადამიანში იმალება უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც სათანადო პირობებში შეუძლია გამოვლინდეს მისი საუკეთესო ვერსიით. ჩვენ ვეძებთ სპეციალისტებს პროექტირების სფეროში საინტერესო კარიერის შექმნის პოტენციალით.

სწორედ ამიტომ "Archenome"-ის კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვინც მზადაა ეს გზა ჩვენთან ერთად გაიაროს და ვაცხადებთ ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე, რომელიც აქტიური იქნება უწყვეტად, განუსაზღვრელი ვადით.

რას მიიღებთ ჩვენგან:

** შემოქმედებით სივრცეს - მიმდინარე პროექტებში ჩართვით მიიღებთ ფასეულ გამოცდილებას ყოველ ნაბიჯზე, რაც ან არსად იძებნება ან არ აზიარებენ;
** მაღალკვალიფიციურ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობის გამოცდილებას - როგორც საცხოვრებელი ისე კომერციული ფართებისთვის, როგორიც არის კლინიკები, კაფეები, ოფისები და ა.შ;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს - პროცესია, სადაც სხვაგვარად არ გამოვა;
** მძლავრ სამუშაო ტექნიკას - შეუფერხებლად და დროში ეფექტური მუშაობისთვის;
** სპეციალურ სამუშაო ქსელზე წვდომას - სწავლისა და პროცესების დასაჩქარებლად;
** მასალების ნიმუშებსა და კატალოგებზე წვდომას - ბაზარზე არსებული პროდუქციის შესასწავლად;
** მასტერკლასებს, მიმდინარე ობიექტებზე ვიზიტებსა და შოურუმებთან შეხვედრებს -საქმისა და მასალების პრაქტიკაში ეფექტურად შესწავლის მიზნით;
** სწავლაზე მორგებულ გრაფიკს - თუ ჯერ უნივერსიტეტში სწავლობ;
** შრომის შესაბამის ანაზღაურებას - გარემოს, სადაც ნამდვილად დაფასდები.

რას ველით თქვენგან:

** იდეებისა და ნამუშევრის ეფექტური გადმოცემას - როგორც წერილობით და ვერბალურ ისე 2D/3D ფორმატში;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნას - 3Ds Max; ArchiCad / Revit; [3D ვიზუალიზაციის ხარისხი პრიორიტეტულია];
** შემოქმედებით ხედვას და პოტენციალს - რომელიც შეესაბამება ჩვენს სამუშაო ფორმატსა და საპროექტოს მიზნებს;
** მცირე გამოცდილებას - მინიმუმ სტაჟირებასთან გათანაბრებულს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე [ორშაბათი - პარასკევი] ან/და მოქნილი გრაფიკით სტუდენტებისთვის;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 [შესვენების 1 საათის გათვალისწინებით];
** სამუშაო ადგილი: დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა";
** ანაზღაურება: გთხოვთ, თავად მოგვწეროთ სასურველი ანაზღაურება სამუშაო გრაფიკიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე.

წინადადების წარდგენის პირობები:

** რეზიუმე და პორტფოლიო - მოგვაწოდეთ ელ. ფოსტაზე: info@archenome.com და info.archenome@gmail.com. [მათი წარმოდგენის გარეშე თქვენი წინადადება დარჩება განუხილველი].
** ვაკანსიის დასახელება - მიუთითეთ სათაურის ველში [ინტერიერის დიზაინერი];
** თქვენ შესახებ ინფორმაცია - თქვენს რა შესაძლებლობებს გამოარჩევდით განსაკუთრებულად;
** მუშაობის ტემპი - მაგალითების საფუძველზე რა დროს ანდომებთ თითო სივრცეზე მუშაობას;
** ჯგუფური ნამუშევრები - მიუთითეთ თქვენი ჩართულობის ნაწილი;
** ვიზუალური მასალები - მიუთითეთ გამოყენებული პროგრამები.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან;
** გამოსაცდელი დავალება / ტესტირება.

მეილის მიღების დამადასტურებელი შეტყობინება გადმოგეგზავნებათ 1 კვირის ვადაში, ჩვენგან შეტყობინების დაგვიანების შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზის გამორიცხვის მიზნით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

მოცემულ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ვაკანსიასთან შესაბამისობის გამოვლენის მიზნით დამუშავებულ იქნას თქვენი პერსონალური მონაცემები 3-6 თვის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ინტერიერის დიზაინერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...