მარკეტინგის მენეჯერი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
პროექტების Do IT in Georgia-სა და StartUp in Georgia-ს ფარგლებში შემდეგი ფუნქციების შესრულება:
** მარკეტინგული აქტივობების და კომუნიკაციების განხორციელება;
** მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
** პროექტების ვებგვერდების და სოციალური ქსელების მართვა;
** ორენოვანი (ქართული, ინგლისური) კონტენტის შექმნა;
** წარმატებული ისტორიების მოძიება და გაზიარება;
** ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიური ჩართულობა;
** ბენეფიციარებთან და დაკავშირებულ მხარეებთან კომუნიკაცია;
** რეპორტინგის წარმოება მოთხოვნების შესაბამისად და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიებთან;
** შემოსული კითხვებისა და თემების ავტომატიზაცია, კითხვა-პასუხის მართვა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
** მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ვერბალური და ვიზუალური კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად წერის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს