AML სპეციალისტი
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: AML სპეციალისტი
ძირითადი ფუნქციები:
** ტრანზაქციების/კლიენტების მონიტორინგის პროცესის მართვა და აღნიშნული მიზნით ბანკის მასშტაბით შესრულებული გარიგებების/ოპერაციების კონტროლი/მონიტორინგი;
** წინასწარ განსაზღვრულ კლიენტთა კატეგორიებისათვის ანგარიშის გახსნის ავტორიზება ან/და წინასწარ განსაზღვრული ტიპის ტრანზაქციების/მომსახურების შესრულების ავტორიზება;
** კლიენტის საერთაშორისო სიებში გადამოწმების პროცესის მართვა, ინფორმაციის მიღება და მიღებული ინფორმაციის შეფასება;
** უჩვეულო და საეჭვო გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის მიღება/ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში, ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების, გარიგებების (ოპერაციების) შესახებ) გაანალიზება და პრევენციული ღონისძიებების გატარების/იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების/ოპერაციების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის;
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულება;
** გარიგებების (ოპერაციების), მათი მონაწილე პირებისა და გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კანონით გათვალისწინებული ფორმითა და ვადით შენახვის უზრუნველყოფა;
** AML დეპარტამენტის უფროსისგან მიღებული დავალებების შესრულება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომელიც აუცილებელია პოზიციის მიზნის შესასრულებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
** უმაღლესი განათლება იურიდიული, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ცოდნა და გამოცდილება:
** კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
** ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ძალიან კარგი ცოდნა;
** საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნებისა და კონტროლის მექანიზმების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18 იანვარი, 2026.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს