შეფ მზარეული
"საერთაშორისო სამედიცინო მოლი" (IMM) არის სივრცე, სადაც მსოფლიო დონის ექიმები და ხუთვარსკვლავიანი სერვისი ერთიანდება, რათა უზრუნველყოს ჯანმრთელობა, სილამაზე და კეთილდღეობა როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო პაციენტებისთვის.
IMM შექმნილია პაციენტებისთვის, ვისაც სურს მიიღოს სამედიცინო მომსახურების განსხვავებული, თანამედროვე და ზრუნვით გაჯერებული გამოცდილება. ჩვენთან თითოეული პროცესი და თითოეული კომუნიკაცია ნაფიქრი და ადამიანზე ორიენტირებულია.
ამ ხედვის რეალობად ქცევისათვის გუნდში ვეძებთ ცნობისმოყვარე, განსხვავებულ, ინოვაციურ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ხელი შეუწყონ სამედიცინო ინდუსტრიაში ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.
თუ გსურს მუშაობა გარემოში, სადაც აფასებენ იდეებს, შესრულების მაღალი ხარისხი და ზრუნვა მთავარი ფასეულობა, ხოლო ინოვაცია - ყოველდღიური მუშაობის ნაწილია, ჩვენ სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით და გელით ჩვენთან ერთად ამ ახალ თავგადასავალში.
პოზიციის შესახებ: შეფ მზარეული
შეფ მზარეულის როლში შენ მონაწილეობას მიიღებ კვების სერვისის კონცეფციის, პროცესებისა და სტანდარტების შექმნაში. იმუშავებ მრავალფუნქციურ გუნდებთან სწრაფ და მიზანზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც ინიციატივა, პასუხისმგებლობა და ხარისხზე ორიენტაცია ფასდება.
ეს პოზიცია აერთიანებს კულინარიულ ლიდერობასა და F&B მენეჯმენტს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც პაციენტების გამოცდილებაზე, ასევე IMM-ის საერთო სერვისის ხარისხზე.
შენი როლი იქნება:
** პაციენტებისთვის ჯანსაღი, დაბალანსებული და სამედიცინო მოთხოვნებთან შესაბამისი მენიუს შექმნა (ექიმებთან და ნუტრიციოლოგებთან თანამშრომლობით);
** პერსონალის კაფეტერიისა და VIP სივრცის კვების სერვისის მართვა;
** სამზარეულოს სრული ოპერაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
** კვების ხარისხის, პრეზენტაციისა და სერვისის სტანდარტების განსაზღვრა და შენარჩუნება;
** HACCP-ის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვა;
** Food Cost-ის, ნარჩენებისა და დანაკარგების კონტროლი;
** შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** სამზარეულოსა და F&B გუნდის შერჩევა, მართვა, განვითარება და მოტივაცია;
** მომხმარებლის უკუკავშირზე რეაგირება და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება.
ჩვენ ვეძებთ ტალანტს, რომელსაც აქვს:
** შეფ მზარეულის პოზიციაზე მუშაობის შესაბამისი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია მენიუს შექმნის გამოცდილება;
** სურვილი და მზაობა იმუშაო სტარტაპ ან სწრაფად მზარდ გარემოში;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანგარიშვალდებულება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრატეგიულად აზროვნების უნარი პარალელურად სხვადასხვა საქმის შესრულებაზე ძლიერი ფოკუსით;
** ორგანიზებულობა, მოქნილობა და გუნდურად მუშაობის უნარები;
** საქმის ეფექტური დელეგირებისა და პროცესების მართვის უნარები;
** ცნობისმოყვარეობა, ადაპტაციის უნარი და პრაქტიკულ მიდგომა (Hands On) საქმის კეთებისას.
რატომ IMM?
** გახდები საერთაშორისო სამედიცინო ეკოსისტემის შექმნის ნაწილი პირველივე დღიდან;
** იმუშავებ გარემოში, სადაც ხარისხი, ნდობა და ზრუნვა რეალურად მნიშვნელოვანია;
** შენი გავლენა იქნება ხელშესახები - შენი მუშაობა განსაზღვრავს, როგორ გაიზრდება ორგანიზაცია;
** ითანამშრომლებ ამბიციურ, მოაზროვნე და ღირებულებებზე ორიენტირებულ ადამიანებთან;
** პროფესიულად გაიზრდები ორგანიზაციის ზრდასთან ერთად.
მზად ხარ შემოგვიერთდე?
თუ ეს პოზიცია შენთვის საინტერესოა და გინდა მონაწილეობა მიიღო ისეთი ჯანდაცვის შექმნაში, რომელიც ხარისხის ახალ სტანდარტს აყალიბებს, სიამოვნებით გაგიცნობთ.
განაცხადის გასაგზავნად გამოგვიგზავნე CV მისამართზე ვაკანსიის სათაურის მითითებით: mirzikashvilimariam@gmail.com
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს