დასუფთავების მენეჯერი
"საერთაშორისო სამედიცინო მოლი" (IMM) არის სივრცე, სადაც მსოფლიო დონის ექიმები და ხუთვარსკვლავიანი სერვისი ერთიანდება, რათა უზრუნველყოს ჯანმრთელობა, სილამაზე და კეთილდღეობა როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო პაციენტებისთვის.
IMM შექმნილია პაციენტებისთვის, ვისაც სურს მიიღოს სამედიცინო მომსახურების განსხვავებული, თანამედროვე და ზრუნვით გაჯერებული გამოცდილება. ჩვენთან თითოეული პროცესი და თითოეული კომუნიკაცია ნაფიქრი და ადამიანზე ორიენტირებულია.
ამ ხედვის რეალობად ქცევისათვის გუნდში ვეძებთ ცნობისმოყვარე, განსხვავებულ, ინოვაციურ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ხელი შეუწყონ სამედიცინო ინდუსტრიაში ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.
თუ გსურს მუშაობა გარემოში, სადაც აფასებენ იდეებს, შესრულების მაღალი ხარისხი და ზრუნვა მთავარი ფასეულობა, ხოლო ინოვაცია - ყოველდღიური მუშაობის ნაწილია, ჩვენ სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით და გელით ჩვენთან ერთად ამ ახალ თავგადასავალში.
პოზიციის შესახებ - დასუფთავების მენეჯერი
დასუფთავების მენეჯერის როლში შენ პასუხისმგებელი იქნები ორგანიზაციაში სისუფთავის სტანდარტის შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვაზე, გუნდის მართვასა და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე. შესაძლებლობა გექნება იმუშავო მრავალფუნქციურ გუნდებთან სწრაფ, მიზანზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც ინიციატივა და პასუხისმგებლობა ფასდება.
შენი როლი იქნება:
** დასუფთავების დეპარტამენტის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლების ზედამხედველობა, მათთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
** სამუშაო გაიდლაინებისა და სტანდარტული ოპერაციების პროცედურების შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა, ტრენინგების ორგანიზება;
** თანამშრომლებისთვის სამუშაოს სწორი დელეგირება სივრცეების მიხედვით;
** სამუშაო გრაფიკების შედგენა და მონიტორინგი;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მუდმივი შეფასება;
** საჭირო ხსნარებისა და ინვენტარის უზრუნველყოფა;
** სამუშაოს ბიუჯეტის შედგენა, დაცვა და კონტროლი;
** დასუფთავების დეპარტამენტის საოპერაციო ხარჯების და მარაგების მართვა;
** რეპორტინგი და უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა დადგენილი წესის მიხედვით.
ჩვენ ვეძებთ ტალანტს, რომელსაც აქვს:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** სურვილი და მზაობა სტარტაპ ან სწრაფად მზარდ გარემოში მუშაობისთვის;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანგარიშვალდებულება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, მოქნილობა და გუნდურად მუშაობის უნარები;
** საქმის ეფექტური დელეგირებისა და პროცესების მართვის უნარები;
** გუნდის მართვისა და პრობლემური სიტუაციების გადაჭრის უნარები;
** ცნობისმოყვარეობა, ადაპტაციის უნარი და პრაქტიკული მიდგომა (Hands On) საქმის კეთებისას.
რატომ IMM?
** გახდები საერთაშორისო სამედიცინო ეკოსისტემის შექმნის ნაწილი პირველივე დღიდან;
** იმუშავებ გარემოში, სადაც ხარისხი, ნდობა და ზრუნვა რეალურად მნიშვნელოვანია;
** შენი გავლენა იქნება ხელშესახები - შენი მუშაობა განსაზღვრავს, როგორ გაიზრდება ორგანიზაცია;
** ითანამშრომლებ ამბიციურ, მოაზროვნე და ღირებულებებზე ორიენტირებულ ადამიანებთან;
** პროფესიულად გაიზრდები ორგანიზაციის ზრდასთან ერთად.
მზად ხარ შემოგვიერთდე?
თუ ეს პოზიცია შენთვის საინტერესოა და გინდა მონაწილეობა მიიღო ისეთი ჯანდაცვის შექმნაში, რომელიც ხარისხის ახალ სტანდარტს აყალიბებს, სიამოვნებით გაგიცნობთ.
განაცხადის გასაგზავნად გამოგვიგზავნე CV მისამართზე ვაკანსიის სათაურის მითითებით: mirzikashvilimariam@gmai.com
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს