მთავარი ბუღალტერი
"საერთაშორისო სამედიცინო მოლი" (IMM) არის სივრცე, სადაც მსოფლიო დონის ექიმები და ხუთვარსკვლავიანი სერვისი ერთიანდება, რათა უზრუნველყოს ჯანმრთელობა, სილამაზე და კეთილდღეობა როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო პაციენტებისთვის.
IMM შექმნილია პაციენტებისთვის, ვისაც სურს მიიღოს სამედიცინო მომსახურების განსხვავებული, თანამედროვე და ზრუნვით გაჯერებული გამოცდილება. ჩვენთან თითოეული პროცესი და თითოეული კომუნიკაცია ნაფიქრი და ადამიანზე ორიენტირებულია.
ამ ხედვის რეალობად ქცევისათვის გუნდში ვეძებთ ცნობისმოყვარე, განსხვავებულ, ინოვაციურ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ხელი შეუწყონ სამედიცინო ინდუსტრიაში ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.
თუ გსურს მუშაობა გარემოში, სადაც აფასებენ იდეებს, შესრულების მაღალი ხარისხი და ზრუნვა მთავარი ფასეულობა, ხოლო ინოვაცია - ყოველდღიური მუშაობის ნაწილია, ჩვენ სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით და გელით ჩვენთან ერთად ამ ახალ თავგადასავალში.
პოზიციის შესახებ: მთავარი ბუღალტერი
მთავარი ბუღალტრის როლში შენ პასუხისმგებელი იქნები ორგანიზაციაში სრული ბუღალტრული პროცესის შექმნაზე, დანერგვასა და ყოველდღიურ მართვაზე. შესაძლებლობა გექნება იმუშაო მრავალფუნქციურ გუნდებთან სწრაფ, მიზანზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც ინიციატივა და პასუხისმგებლობა ფასდება.
შენი როლი იქნება:
** კომპანიის სრული ბუღალტრული პროცესის შექმნა, დანერგვა და მართვა;
** ბუღალტერიის გუნდის მართვა, ფინანსური ოპერაციების სიზუსტისა და დროულობის უზრუნველყოფა;
** საბანკო ამონაწერების მომზადება და გადამოწმება;
** თვიური და წლიური დახურვის პროცესების მართვა და კონტროლი შესაბამის ვადებში;
** ელიმინაციის გატარებების გადამოწმება და წინა პერიოდებთან შედარება მეტი სიზუსტისათვის;
** ფინანსური ანგარიშგებებისა გადამოწმება და დამტკიცება;
** ანგარიშების ნაშთების შეჯერება და პროცესის მართვა;
** არასტანდარტული ბუღალტრული გატარებების გადახედვა და დამტკიცება, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებთან შესაბამისობით;
** შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
** IFRS-ის მოთხოვნებთან შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი, სრული რეგულატორული შესაბამისობისა და სიზუსტის დაცვით;
** ბუღალტრული პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში ყველა საბუღალტრო ოპერაციის ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფა;
** შიდა, გარე და საგადასახადო აუდიტორებთან კოორდინაცია და საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** თვიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** სახელფასო აღრიცხვის მართვა, პერსონალის ხარჯების კონტროლი და სახელფასო ვალდებულებების ანგარიშების რეკონცილიაცია.
ჩვენ ვეძებთ ტალანტს, რომელსაც აქვს:
** მინიმუმ 4-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** IFRS-ისა და ადგილობრივი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** აუდიტებთან მუშაობისა და SARAS-ის მოთხოვნებთან შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** სურვილი და მზაობა იმუშაო სტარტაპ ან სწრაფად მზარდ გარემოში;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანგარიშვალდებულება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, მოქნილობა და გუნდურად მუშაობის უნარები;
** საქმის ეფექტური დელეგირებისა და პროცესების მართვის უნარები;
** ცნობისმოყვარეობა, ადაპტაციის უნარი და პრაქტიკულ მიდგომა (Hands On) საქმის კეთებისას.
რატომ IMM?
** გახდები საერთაშორისო სამედიცინო ეკოსისტემის შექმნის ნაწილი პირველივე დღიდან;
** იმუშავებ გარემოში, სადაც ხარისხი, ნდობა და ზრუნვა რეალურად მნიშვნელოვანია;
** შენი გავლენა იქნება ხელშესახები - შენი მუშაობა განსაზღვრავს, როგორ გაიზრდება ორგანიზაცია;
** ითანამშრომლებ ამბიციურ, მოაზროვნე და ღირებულებებზე ორიენტირებულ ადამიანებთან;
** პროფესიულად გაიზრდები ორგანიზაციის ზრდასთან ერთად.
მზად ხარ შემოგვიერთდე?
თუ ეს პოზიცია შენთვის საინტერესოა და გინდა მონაწილეობა მიიღო ისეთი ჯანდაცვის შექმნაში, რომელიც ხარისხის ახალ სტანდარტს აყალიბებს, სიამოვნებით გაგიცნობთ.
განაცხადის გასაგზავნად გამოგვიგზავნე CV მისამართზე ვაკანსიის სათაურის მითითებით: i.tchokhonelidze1@gmail.com
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს