საექთნო მიმართულების ხელმძღვანელი/მთავარი ექთანი
"საერთაშორისო სამედიცინო მოლი" (IMM) არის სივრცე, სადაც მსოფლიო დონის ექიმები და ხუთვარსკვლავიანი სერვისი ერთიანდება, რათა უზრუნველყოს ჯანმრთელობა, სილამაზე და კეთილდღეობა როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო პაციენტებისთვის.
IMM შექმნილია პაციენტებისთვის, ვისაც სურს მიიღოს სამედიცინო მომსახურების განსხვავებული, თანამედროვე და ზრუნვით გაჯერებული გამოცდილება. ჩვენთან თითოეული პროცესი და თითოეული კომუნიკაცია ნაფიქრი და ადამიანზე ორიენტირებულია.
ამ ხედვის რეალობად ქცევისათვის გუნდში ვეძებთ ცნობისმოყვარე, განსხვავებულ, ინოვაციურ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ხელი შეუწყონ სამედიცინო ინდუსტრიაში ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.
თუ გსურს მუშაობა გარემოში, სადაც აფასებენ იდეებს, შესრულების მაღალი ხარისხი და ზრუნვა მთავარი ფასეულობა, ხოლო ინოვაცია - ყოველდღიური მუშაობის ნაწილია, ჩვენ სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით და გელით ჩვენთან ერთად ამ ახალ თავგადასავალში.
პოზიციის შესახებ: საექთნო მიმართულების ხელმძღვანელი/მთავარი ექთანი
საექთნო მიმართულების ხელმძღვანელის/მთავარი ექთნის როლში შენ პასუხისმგებელი იქნები ორგანიზაციაში საექთნო დეპარტამენტის შექმნასა და მართვაზე, მაღალი დონის სამედიცინო სტანდარტებისა და პაციენტზე ორიენტირებული მოვლის კულტურის შექმნასა და დანერგვაზე. შენ შესაძლებლობა გექნება იმუშაო მრავალფუნქციურ გუნდებთან სწრაფ, მიზანზე ორიენტირებულ გარემოში, სადაც ინიციატივა და პასუხისმგებლობა ფასდება.
შენი როლი იქნება:
** საექთნო დეპარტამენტის სრული სტრატეგიული და ოპერაციული მართვა;
** მოვლის სტანდარტების, პროცედურებისა და კლინიკური პროტოკოლების შემუშავება და დანერგვა;
** პაციენტების უსაფრთხოების, მოვლის ხარისხისა და კომფორტის უზრუნველყოფა;
** ექთნების შერჩევა, მათი სწავლება/განვითარება და რეგულარული შეფასება;
** გადაუდებელი და კრიტიკული სიტუაციების მართვის პროცესების ზედამხედველობა;
** საექთნო დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და სწავლების ინიციატივების წარდგენა;
** თანამშრომლების სამუშაო განრიგების, მათი დატვირთულობისა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა;
** სამედიცინო რეგულაციებთან, აკრედიტაციის სტანდარტებთან და ჰიგიენურ პროტოკოლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ოპერაციული უწყვეტობის უზრუნველსაყოფად (სამედიცინო, ადმინისტრაცია, ხარისხის კონტროლი);
** პაციენტების უკუკავშირის მართვა და მომსახურების გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება.
ჩვენ ვეძებთ ტალანტს, რომელსაც აქვს:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** საერთაშორისო კლინიკური სტანდარტების ცოდნა (JCI, ISO, patient safety guidelines);
** ინგლისური ენის ფლობა;
** ემპათია და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** სტრესულ გარემოში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სურვილი და მზაობა იმუშაო სტარტაპ ან სწრაფად მზარდ გარემოში;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანგარიშვალდებულება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, მოქნილობა და გუნდურად მუშაობის უნარები;
** საქმის ეფექტური დელეგირებისა და პროცესების მართვის უნარები;
** ცნობისმოყვარეობა, ადაპტაციის უნარი და პრაქტიკულ მიდგომა (Hands On) საქმის კეთებისას.
რატომ IMM?
** გახდები საერთაშორისო სამედიცინო ეკოსისტემის შექმნის ნაწილი პირველივე დღიდან;
** იმუშავებ გარემოში, სადაც ხარისხი, ნდობა და ზრუნვა რეალურად მნიშვნელოვანია;
** შენი გავლენა იქნება ხელშესახები - შენი მუშაობა განსაზღვრავს, როგორ გაიზრდება ორგანიზაცია;
** ითანამშრომლებ ამბიციურ, მოაზროვნე და ღირებულებებზე ორიენტირებულ ადამიანებთან;
** პროფესიულად გაიზრდები ორგანიზაციის ზრდასთან ერთად.
მზად ხარ შემოგვიერთდე?
თუ ეს პოზიცია შენთვის საინტერესოა და გინდა მონაწილეობა მიიღო ისეთი ჯანდაცვის შექმნაში, რომელიც ხარისხის ახალ სტანდარტს აყალიბებს, სიამოვნებით გაგიცნობთ.
განაცხადის გასაგზავნად გამოგვიგზავნე CV მისამართზე ვაკანსიის სათაურის მითითებით: i.tchokhonelidze1@gmail.com
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს