ტექნიკოსი

კომპანია: სასტუმრო NOBO

გამოქვეყნების თარიღი: Dec 08

დასრულების ვადა: Jan 08

ხელფასი: 1600

ადგილმდებარეობა: თბილისი

"NOBO" - ახალი ბუტიკ სასტუმრო, რომელიც თბილისში, ისტორიულ ქუჩაზე, კოტე აფხაზის 27-ში მდებარეობს. 30 კომფორტული ნომერი, მაღალი სტანდარტები და დაუვიწყარი სერვისი - ეს არის ისტორიულ ძეგლში მდებარე ადგილი, სადაც ძველი თბილისი თანამედროვე კომფორტს ერწყმის. სასტუმრო "NOBO" გპირდებათ განუმეორებელ გამოცდილებას, როგორც სტუმრებისთვის, ასევე თანაგუნდელებისთვის.

სასტუმრო ეძებს გუნდის წევრს სასტუმროს ტექნიკოსის პოზიციაზე

რას გპირდებით?

** ჯანსაღი, მეგობრული, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ;
** მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა;
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა;
** შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები;
** 9 საათიანი ცვლა, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება 1300 ლარი-1600 ლარი.

საჭირო უნარები/მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და თავაზიანობა;
** შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს გამართული მუშაობისთვის ყველა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** პერიოდული ინვენტარიზაცია, ნაშთებზე პასუხისმგებლობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "სასტუმრო NOBO"_ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@hotelnobo.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ტექნიკოსი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...