მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწე

კომპანია: PepsiCo

გამოქვეყნების თარიღი: Dec 06

დასრულების ვადა: Jan 06

ხელფასი: 1250

ადგილმდებარეობა: თბილისი

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

რას გთავაზობთ?

** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
** კონკურენტული ანაზღაურება - 1250 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 1350 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი)
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
** ტრანსპორტირება
** კვება

ძირითადი მოვალეობები:

** ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად.
** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა. ** ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
** ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა.
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

კანდიდატის პროფილი:

** განათლება - საშუალო
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწე

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...