უმცროსი ბრენდ მენეჯერი

კომპანია: ვიჯი

გამოქვეყნების თარიღი: Dec 06

დასრულების ვადა: Jan 05

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "VG" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში

განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დაქვემდებარება: მარკეტინგის დეპარტამენტი
შერჩევის ეტაპები: გასაუბრება და ტესტირება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის/მენეჯმენტის მიმართულებით
** სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება გაძლიერებული ექსელს)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის განყოფილების სრულ სამუშაო ციკლში ჩართულობა და ხელმძღვანელის მხარდაჭერა
** ბრენდების გაყიდვების ყოველთვიური/ წლიური შედეგების ანალიზი და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან
** ბაზარზე არსებული კონკურენტი ბრენდების ანალიზი და წარდგენა
** ბაზრის კვლევა (კონკურენტი ბრენდები, ფასები, მერჩენდაიზინგი)
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგსა და შეფასებაში ჩართულობა
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციისა და სამუშაო სპეციფიკის ფარგლებში.

პიროვნული უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** კრეატიულობა
** გუნდურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vg.hr@vg-ge.com

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი)

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უმცროსი ბრენდ მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...