მოლარე-ოპერატორი

კომპანია: მანი მუვერსი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 28

დასრულების ვადა: Dec 28

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "მანი მუვერსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩაერთოს სწრაფად მზარდ გუნდში და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ ხარ ადამიანებთან მუშაობის მოყვარული, იოლად ერკვევი ფინანსურ ოპერაციებში და გსურს სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო - სწორედ შენ გელოდება ჩვენი გუნდი!

სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქუჩა.
სამუშაო განაკვეთი: ცვლაში მუშაობა, არაუმეტეს თვეში 15 დღე.
სამუშაო საათები: 09:30-22:30
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ანაზღაურება.

ფუნქციები:

** მომხმარებელთა მომსახურება;
** ფინანსური ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის გაწევა;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** დღიური დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** რთულ სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@mm.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მოლარე-ოპერატორი - თბილისი"). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მოლარე-ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...