პროფესორი გურამ ქარაზანაშვილის ასისტენტ ექიმი

კომპანია: ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 28

დასრულების ვადა: Dec 28

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი" ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროფესორი გურამ ქარაზანაშვილის ასისტენტ ექიმი.

ჩვენს შესახებ

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

სამუშაო დრო და ადგილი:

** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვაკანტურმა ექიმმა, ასისტირება უნდა გაუწიოს წამყვან პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს რობოტულ ქირურგიაში და მიმდინარე სხვა ოპერაციებში.
** დაევალება ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების მეთვალყურეობა, ეყოლება 2 დამხმარე უმცროსი ექიმი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვაკანტური ექიმის დასაშვები სპეციალობებია: უროლოგია, ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგია
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ორგანიზებულობა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ბენეფიტები:

** მუშაობა წამყვან რობოტულ ქირურგთან
** პროფესიული განვითარებისა შესაძლებლობა
** ეყოლება 2 უმცროსი ექიმი
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებთან სამუშაო გამოცდილება
** სტაბილური და პროფესიონალური გარემო
** გუნდის სრული მხარდაჭერა

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე tamarmeurmishvili@gmail.com 555511472

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - პროფესორი გურამ ქარაზანაშვილის ასისტენტ ექიმი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...