ფილიალის მენეჯერი

კომპანია: ექსტრამითის პავილიონი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 28

დასრულების ვადა: Dec 27

ხელფასი: 1700

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ექსტრამითის პავილიონი" თბილისის ფილიალი, გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ფიქსირებული ანაზღაურება: 1700 ლარი + ბონუსი
მისამართი:თბილისი, საბურთალო, ვაჟა ფშაველას გამზირი 55.

მოთხოვნები:

** კვების სფეროში მენეჯერის პოზიციაზე •მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სარესტორნე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლებისთვის ყოველდღიური დავალებების მიცემა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
** თანამშრომლების სამუშაო განრიგის გონივრულად დაგეგმვა და საჭიროებისამებრ ახალი კადრების შერჩევა.
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, უკუკავშირის მოსმენა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
** ობიექტზე არსებული მაღალი ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
** ობიექტზე დაწესებული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.
** მარაგების კონტროლი და საწყობის შემოწმება.
** საკურიერო აპლიკაციების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: anastasiasvintradze@gmail.com

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფილიალის მენეჯერი" /დაგვიკავშირდით ნომერზე 595762323 / 599762323.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ფილიალის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...