ღამის აუდიტორი

კომპანია: სასტუმრო Wyndham Batumi

გამოქვეყნების თარიღი: Nov 25

დასრულების ვადა: Dec 25

ადგილმდებარეობა: ბათუმი

სასტუმრო "Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ღამის აუდიტორის პოზიციაზე.

** სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტის ეფექტური ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
** სტანდარტული ოპერაციების პროცედურების შექმნა, დანერგვა და კონტროლი;
** სტუმრების კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნებისა და პრეტენზიების მართვა;
** ღამის აუდიტის პროცედურების ჩატარება და რეპორტინგის უზრუნველყოფა;
** გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;
** სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;

სამუშაო პირობები:

** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9 საათიან ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.

თუ გინდათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@wyndhambatumi.com. გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ღამის აუდიტორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...