დოკუმენტური მართვის განყოფილების სპეციალისტი

კომპანია: ტერაბანკი

გამოქვეყნების თარიღი: Nov 25

დასრულების ვადა: Dec 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

დოკუმენტური მართვის განყოფილების გუნდში ვეძებთ ახალ წევრს სპეციალისტის პოზიციაზე.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

** ხარ კომუნიკაბელური და შეგიძლია გუნდურად მუშაობა
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და შეგიძლია სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილება
** მოგწონს საბუთებთან მუშაობა

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი /პროფესიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე
** სასურველია (თუმცა არასავალდებულო) არქივში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია (თუმცა არა სავალდებულო) საბანკო დოკუმენტებთან) მუშაობის გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმს
** ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველივე დღიდან
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სოლიკო ვირსალაძის ქ. N 5
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
** წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე

შენი მოვალეობა იქნება:

** ბანკის ფილიალებიდან მიღებული სასესხო ხელშეკრულებების, კლიენტის ანგარიშების გახსნის და ანაბრების ხელშეკრულებების შემოწმება, დასკანერება, ელექტრონულ არქივში განთავსება
** ბანკის სტრუქტურული ერთეულებისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპერატიულად მიწოდება
** ანგარიშგება ჩაბარებულ/ჩაუბარებელ დოკუმენტაციაზე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე Career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | დოკუმენტური მართვის განყოფილების სპეციალისტი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 09 დეკემბერი, 2025.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - დოკუმენტური მართვის განყოფილების სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...