მძღოლ-ექსპედიტორი

კომპანია: ლაქტალის ჯორჯია - სანტე

გამოქვეყნების თარიღი: Nov 21

დასრულების ვადა: Dec 21

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების წინასწარ პალეტიზებული პროდუქციით დატვირთვა და ბორტზე სწორად განლაგება (დამხმარე პერსონალთან ერთად);
** სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით პროდუქციის ქსელში გადატვირთვა/ჩამოტვირთვა (დამხმარე პერსონალთან ერთად) და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** C კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მძღოლ-ექსპედიტორი. კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე - 591 12 83 61 ან 032 2 241 241.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 30 დეკემბერი

გაცნობებთ, რომ "ლაქტალის ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მძღოლ-ექსპედიტორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...